
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეცავეს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღე მოუწყო.
„ჩემო საყვარლებო! გილოცავთ მე-4 კლასის დამთავრებას, გისურვებთ უამრავ წარმატებას, მიყვარხართ ძალიან!“-წერს პედაგოგი.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები წარმატებით იყვნენ ჩართულნი დისტანციურ სწავლებაში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა წარმატებით დაძლიეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო