მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
01-07-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები: ანა ღვანიძე, მარიამი ჯუღელი და ნიკოლოზი ჯუღელი შემაჯამებელ ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ და ოქროს დიპლომებიც აიღეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203