„მოკრძალებულად გავაცილეთ მე-12 კლასელები“-დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექციამ სასწავლო წელი შეაფასა
01-07-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა დისტანციური სწავლება. დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა მასწავლებელი და მოსწავლე.

მასწავლებლები აქტიურად თანამშრომლობდნენ მშობლებთან და აწვდიდნენ ინფორმაციას შვილების სწავლასთან დაკავშირებით. მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართული ტელესკოლის პროექტში. მასწავლებლები დისტანციური სწავლების დროს იყენებდნენ ე.წ „თიმსის“ პროგრამას, ფეისბუქს და სხვადასხვა სოციალულ ქსელებს, რომლებიც მათთვის იყო ხელმისაწვდომი.

„მასწავლებლები აქტიურად ეხმარებოდნენ აბიტურიენტებს შესაბამისი ლიტერატურის მოძიებასა და მიწოდებაში, ასევე სასურველ საგნებში აქტიურად მომზადებაში. მოკრძალებულად გავაცილეთ მე-12 კლასელები და წარმატებები ვუსურვეთ ცხოვრების ახალ ასპარეზზე, ქართულის მასწავლებელმა ლექსით გააცილა ისინი. ჩვენი სკოლა მოხარულია, რომ მთავრობის და განათლების სამინისტროს ინიციატივით ეს სასწავლო წელი არ გამოცხადდა აკადემიურ წლად“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203