
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეებმა მარიამ კახიძემ, ირაკლი სირბილაძემ, ნათია სირაძემ, ნიკოლოზ გვილავამ და მარიამ აბულაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომები აიღეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.