„დიდი მადლობა მათ ამ თავდადებისათვის“- ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დანელია მასწავლებლებს მადლობას უხდის
01-07-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დანელია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამოჩენილი ორგანიზებულობისთვის, საკუთარი საქმის ერთგულებისა და მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის მასწავლებლებს მადლობას უხდის.

„ახალი კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და მათ შორის ჩვენი სკოლა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. საჭირო გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რასაც ჩვენმა მასწავლებლებმა სწრაფად აუღეს ალღო და მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყეს ონლაინ რეჟიმში სწავლება.
ახალმა რეალობამ ჩვენი სკოლის მასწავლებლებში გააჩინა თანამშრომლობის და კოლეგიალობის საოცარი მუხტი. მათ თანადგომისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო მაგალითი აჩვენეს.

სკოლის დირექციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებს ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამოჩენილი ორგანიზებულობისათვის, საკუთარი საქმის ერთგულებისა და მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისათვის.
განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო სკოლის უხუცესი, უფროსი მასწავლებელი ქალბატონი მაგული კოკაია, რომელიც ასაკის მიუხედავად სრული პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ატარებდა გაკვეთილებს დისტანციურ რეჟიმში და იყენებდა ონლაინ სწავლების სხვადასხვა პლატფორმას.
დიდი მადლობა მათ ამ თავდადებისათვის“,- აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორის, თემურ დანელიას მადლობის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203