„მოწევა მავნებელია“-ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ გამოფენაში მონაწილეობდნენ
01-07-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოაწყო დისტანციური გამოფენა თემაზე „მოწევა მავნებელია“. პროექტში მონაწილეობდნენ ტყემლანის საჯარო სკოლის, ახალციხის სამხატვრო სკოლისა და საყუნეთის მოსწავლეები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია. პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს გადაეცა საჩუქრი.

ტყემლანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს: საბა კაპანაძეს, გიორგი კაპანაძეს , გვანცა კაპანაძეს და ხელოვნების მასწავლებელ ქალბატონ ლელა ფერაძეს პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203