
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩუნჩხის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ხატია გელაძემ izrune.ge-ზე 2019-2020 სასწავლო წელი ბრწყინვალედ შეაჯამა და ვერცხლის დიპლომიც დაიმსახურა. ხატიამ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 77 ქულა მოიპოვა.
ვულოცავთ ხატიას, მის ოჯახს, მშობლიურ ჩუნჩხის საჯარო სკოლას და ახალქალაქის მთელ მუნიციპალიტეტს ამ დიდ წარმატებას!
შეგახსენებთ რომ, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, 1-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ონლაინ ტესტები შემუშავდა და განთავსდა izrune.ge-ზე.
izrune.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც ოჯახს, მოსწავლესა და სკოლას აერთიანებს, უკვე ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის!