
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ოკამის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, ანანო ალელიშვილმა izrune.ge-ზე 2019-2020 სასწავლო წელი ბრწყინვალედ შეაჯამა და ბრინჯაოს დიპლომიც დაიმსახურა. ანანომ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 70 ქულა მოიპოვა.
ვულოცავთ ანანოს, მის ოჯახს, მშობლიურ - ოკამის N1 საჯარო სკოლას და ახალქალაქის მთელ მუნიციპალიტეტს ამ დიდ წარმატებას!
შეგახსენებთ რომ, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, 1-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ონლაინ ტესტები შემუშავდა და განთავსდა izrune.ge-ზე.
izrune.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც ოჯახს, მოსწავლესა და სკოლას აერთიანებს, უკვე ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის!