
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დერჩის საჯარო სკოლის დირექტორმა ნესტან კაკიტაძემ მასწავლებლებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა. დირექტორმა მოულოდნელობებით სავსე მეორე სემესტრი შეაფასა.
„2019 -20 სასწავლო წელი უჩვეულო იყო და ასე უჩვეულოდ დასრულდა. 2 მარტს უნდა დავბუნებულიყავით სკოლაში. ვერ დავბრუნდით. ცოტა შეშინებულებმა და დაბნეულებმა დავიწყეთ სწავლა-სწავლება. გასაკვირია და ავუღეთ ალღო ონლაინ სწავლებას. თურმე ყველაფერი შეიძლება, როცა ძალიან გინდა და გიყვარს რასაც აკეთებ. მოინდომეს მასწავლებლებმა, იყოჩაღეს ბავშვებმა და სათანადო შედეგებით დავასრულეთ უჩვეულო სასწავლო წელი.
დავასრულეთ იმედით, რომ სექტემბერში სკოლაში, მერხებს მივუსხდებით. დავასრულეთ ეს წელი და მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ.
მადლობა რესურსცენტრს, რომელიც მუდამ გვერდით გვედგა, სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, ტექნიკურ პერსონალს. გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას“,-წერს დირექტორი სოციალურ ქსელში.