ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლემ ასტხიკ ვარტანიანმა izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ ასტხიკ ვარტანიანმა izrune.ge-ზე 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით შეაჯამა და ბრინჯაოს დიპლომიც დაიმსახურა. ასტხიკმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში 80 ქულა მოიპოვა.ვულოცავთ ასტხიკს, მის ოჯახს, მშობლიურ - ბავრის საჯარო სკოლას და ახალქალაქის მთელ მუნიციპალიტეტს!
შეგახსენებთ რომ, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, 1-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ონლაინ ტესტები შემუშავდა და განთავსდა
izrune.ge-ზე.
izrune.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც ოჯახს, მოსწავლესა და სკოლას აერთიანებს, უკვე ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის!