ფცის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა ძოწენიძემ izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
01-07-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ერთვებიან და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ფცის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა ძოწენიძემ ვერცხლის დიპლომი მოიპოვა. 

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203