რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს
01-07-2020
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ერთვებიან და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაქსიმე ელიზაროვმა, გელა გოგინაშვილმა, ლიზი ჩიტაშვილმა, ნინო მღებრიშვილმა, საბა მიხანაშვილმა, ვასიკო ბუზიაშვილმა, ბეჟანი ბექვაბიძემ ოქროს და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203