„ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ თავდაუზოგავ შრომასა და მიზნის მიღწევას“-ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დირექციამ XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
01-07-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დირექციამ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მიულოცა და კეთილი სურვილებით მომავლის გზა დაულოცა.

„წლევანდელმა ბოლო ზარმა უჩვეულო ვითარებაში ჩაიარა, ამიტომ ჩვენც ჩვენს მოსწავლეებს ვულოცავთ დისტანციურად. ვუსურვებთ ულევ სიხარულს, უსაზღვრო ბედნიერების განცდას, თავდაუზოგავ შრომასა და მიზნის მიღწევას. ჩვენს უსაზღვრო სიყვარულს ვატანთ საგზლად ცხოვრების გზაზე, რათა მომავლისკენ სავალი გზები გავუნათოთ!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203