აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს
01-07-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ერთვებიან და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, 28 ივნისის შემაჯამებელ ტესტში, აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მათე ხოდელმა, ლუკა ხოდელმა, ნიკოლოზ ხარხელმა, ლიზი დილიმაშვილმა, გიორგი ილურიძემ, ბარბარე ოდოსაშვილმა ოქროს, ბრინჯაოს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203