მეტეხის N1 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
01-07-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -  izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, 28 ივნისის შემაჯამებელ ტექსტში მეტეხის N1 საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ - ნათია პატარქალაშვილმა, მარიამ დათაშვილმა და მაია გეჯაძემ ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203