წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლევან ელბაქიძემ დისტანციური სწავლების დროს ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინა
01-07-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ ლევან ელბაქიძემ დისტანციური სწავლების დროს თავი გამოიჩინა. ლევან ელბაქიძე აქტიურად იყო ჩაბმული არამარტო დისტანციურ მეცადინეობაში, არამედ სკოლის გარე ონლაინ დავალებების მომზადებაში.

სკოლამ  მოსწავლეებს, რომლებმაც გლობალური პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების პროცესში გამოიჩინეს აქტიურობა, სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსები, ვიდეორგოლები და სხვ. ასევე მონაწილეობდნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“, სოციალური ქსელის გვერდი დაუთმო, დღეს სკოლის ადმინისტრაცია ლევან ელბაქიძეს გვაცნობს, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული არამარტო დისტანციურ მეცადინეობაში, არამედ სკოლისგარეშე ონლაინ დავალებების მომზადებაში.

„მოსწავლეებს, რომლებმაც გლობალური პანდემიის დროს, დისტანციური სწავლების პროცესში გამოიჩინეს აქტიურობა, შემოგვთავაზეს სხვადსხვა სასწავლო დამხმარე რესურსები, ვიდეორგოლები და სხვ. ასევე მონაწილეობდნენ სკოლის მიერ გამოცხადებულ ონლაინ კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სკოლის „ფეისბუქის“ სოციალური გვერდი ერთი დღით დაეთმობა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს, აქ თავს მოიყრის ის ნაშრომები, რომლითაც კონკრეტულად გამოიჩინა თავი ბავშვმა. ამით გვინდა გავზარდოთ მოსწავლის მოტივაცია და გავაღრმავოთ ურთიერთობები სკოლას, მოსწავლესა და მშობელს შორის..დღეს გაგაცნობთ ერთ მათგანს. 

მე-5 კლასის მოსწავლეს ლევან ელბაქიძეს.
ლევანი აქტიურად იყო ჩაბმული არამარტო დისტანციურ მეცადინეობაში, არამედ სკოლისგარეშე ონლაინ დავალებების მომზადებაში. იგი არაჩვეულებრივად ძერწავს, დაამზადა თექის ნივთები, გამოგვიგზავნა ვიდეოროლი, ნახატები, ეროვნული სამოსის დღეს გაგვაცნო თავისი ოჯახი და სხვ.
ლეოსთან ერთად მისი დედიკოც ნინო ადამია ჩართული იყო სასკოლო კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“.
მადლობა ორივე დედა-შვილს სკოლასთან სიყვარულით სავსე ურთიერთობებისათვის.
ჩვენ ერთად ვქმნით მე-4 საჯარო სკოლის სახეს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203