„თუმცა უჩვეულოდ, მაგრამ ასე შევძელი გამომეხატა ჩემი მადლიერება“-გორის N3 სკოლის მასწავლებელმა IV კლასელებს ვიდეორგოლი მიუძღვნა
01-07-2020

გორის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ხელმძღვანელი ზიზო ვალიშვილი მე-4 კლასელებს ვიდეორგოლით გამოემშვიდობა. ვიდეოში პედაგოგმა მოსწავლეებს ერთად გატარებული წლები გაახსენა. მან პატარების ნამუშევრებს და ფოტოებს მოუყარა თავი.

„მადლობას გიხდით ერთად გატარებული ოთხი წლისთვის და იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდით. თუმცა უჩვეულოდ, მაგრამ ასე შევძელი გამომეხატა ჩემი მადლიერება. თქვენი ზიზო მასწავლებელი“,-მიმართა პედაგოგმა ბავშვებს.

იხილეთ ბმული


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203