ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლის დირექციამ მე-9 კლასელებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა
30-06-2020

ფარცხანაყანევის N3 საჯარო სკოლის დირექციამ მე-9 კლასელებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა და მოსწავლეებს შემდგომ ეტაპზე წარმატებები უსურვა. სკოლა საბაზო საფეხურისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-9 კლასელებმა სკოლის ყველა ეტაპი დაძლიეს და სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ.

„ჩვენო მე-9 კალასელებო, გილოცავთ ცხრა კლასის დამთავრებას. სრული ჭეშმარიტებაა, რომ დრო უკან არასოდეს დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ადამიანის ღირსება საკუთარი თავის ძიებასა და ფლობაშია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი სკოლის სრული კურსის დამთავრებას“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203