
ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ სასწავლო წლის მუშაობა შეაჯამა. ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ თვითმმართველობის წევრებს გეგმები შეუცვალა, თუმცა მოსწავლეებს, საერთო ჯამში, წარმატებული, აქტივობებით სავსე წელი ჰქონდათ.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი ღონისძიება/იდეა ჩაგვეშალა. ამის მიუხედავად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმმართველობის მუშაობა შედგა! გთავაზობთ ვიდეოს, სადაც თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ღონისძიებებია ასახული...მადლობას გიხდით აქტიური მონაწილეობისთვის!”-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ბმული