გაიცანით ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე, წარმატებული „იუთუბერი“ ნათია იზორია, რომლის ანიმაციურ ფილმს 800 000-მდე ნახვა აქვს​
30-06-2020

ზუგდიდი​ს მუნიციპალიტეტის, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნათია იზორია წარმატებული „იუთუბერია“. მის შექმნილ ანიმაციურ ფილმს კომპანია Google-ის ვიდეოპლატფორმაზე უამრავი ნახვა აქვს. 

ანიმაციური ფილმი ნათია იზორიამ სხვადასხვა პროგრამების (Gacha Life, Movavi, Bandicam Company და Adobe Photoshop) გამოყენებით შექმნა და YouTube-ის არხზე განათავსა.

ანიმაციურ ფილმს 800 000-მდე ნახვა აქვს. სწორედ არსებული ნახვების საფუძველზე კომპანია Google-მა იგი წარმატებულ „იუთუბერად“ დაასახელა და  1000€ (ფულადი ჯილდო ) გადასცა.

მოსწავლის YouTube-ის არხი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203