
ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით დაძლიეს. მასწავლებლებმა დიდი შრომა გასწიეს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად.
პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს მუდმივად უტარებდნენ და მათ განსავითარებლად საჭირო რესურსს აწვდიდნენ.
პედაგოგებს TV სკოლისგან დისტანციური წავლების ეფექტურად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის სერტიფიკატი გადაეცათ. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი თამაზ ჩიტორელიძეა.
სერტიფიკატით ასევე დაჯილდოვდა სკოლის მოსწავლე მარი ჩახუნაშვილი.
იხილეთ ფოტოები