ლანჩხუთის N3 სკოლის XII კლასელებს სკოლის დირექცია და მასწავლებლები ემოციურად გამოემშვიდობნენ
30-06-2020

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის XII კლასელებს „ეტალონის“ პროექტების ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სკოლის დამთავრება მიულოცა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სკოლის დირექცია და მასწავლებლები დისტანციურად, ვიდეომიმართვით გამოემშვიდობნენ. ვიდეოს საპასუხოდ მოსწავლეებმა მადლობის წერილით უპასუხეს მასწავლებლებს.

„სასიამოვნო და საოცრად ამაღელვებელია მოსწავლისგან მიღებული თბილი მესიჯი. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას... მუდმივ წარმატებას გისურვებთ... გული მწყდება, რომ ვერ შევძელი თქვენთან ერთად ვყოფილიყავი... მიიღეთ ჩემი გულწრფელი დალოცვა ... ბედნიერი ვარ, მიხარია რომ ცოდნასთან ერთად სიყვარული, ადამიანური ღირებულებები შეისწავლეთ და დააფასეთ.. მადლობა თბილი სიტყვებისთვის, სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის,“-წერს დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203