
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის სახელით 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავ „უჩვეულო გარემოში“ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალი საფეხურის დაწყებას და ვუსურვებ წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს მე-12 კლასელებმა სასწავლო წელი უჩვეულოდ, დისტანციურად დაასრულეს. კორონავირუსის პანდემიის და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წლის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები.