
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ART სხივი“ წარმომადგენელმა ქუთაისობა აღნიშნა და ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციული ვიდეო მოამზადა.
„ქუთაისობა არის სქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც ტარდება ყოველი წლის 2 მაისს. ამ დღეს ქუთაისი განსაკუთრებულად გალამაზებულია და ძალიან კარგი ღონისძიებები ტარდება. ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამოდიან ქუთაისელი ჩოხოსნები და ბავშვებთან ერთად ულოცავენ გამვლელებს ამ დღეს. მეც იმიტომ მომწონს ეს დღე განსაკუთრებულად, რომ ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ვხვდები და მეგობრებთან ერთად კარგ დროს ვატარებ“, - გვიამბობს ეკოკლუბის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო