
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ხატია ლომთაძემ და ირინა მიქაუტაძემ სკოლა წარმატებით დაამთავრეს.
სკოლა კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ცხოვრების ახალ საფეხურზე წარმატებას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, ხატია ლომთაძეს და ირინა მიქაუტაძეს, ვულოცავთ სკოლის დამთავრებას. ვუსურვებთ მათ წარმატებებს ცხოვრების ახალ საფეხურზე“,-ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წლის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები