„სასწავლო წელი შედგა და ამისთვის ყველას ვუხდი დიდ მადლობას“-რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობლის მადლობის წერილი
30-06-2020

რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ქეთი გოგიაშვილი შვილის დამრიგებელს დისტანციური სწავლების დროს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. მშობელი ასევე მადლობას უთვლის შვილის თანაკლასელებსა და სკოლის დირექციას. ქეთი გოგიაშვილმა წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„რუსთავის N5 საჯარო სკოლის მე-11-ბ კლასის მშობლების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი კლასის დამრიგებელს სოფიო ფოჩხიძეს გაწეული იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებდა და ასევე დიდი სიყვარულით აგრძელებს თავისი მოსწავლეების აღზრდას და ცხოვრების გზაზე დაყენებას.

3 ივნისი ჩვენს სკოლაში არის თვითმართველობის დღე და ამ პროექტში ჩემს შვილს ჰქონდა პატივი ყოფილიყო მათემატიკის მასწავლებელი და მადლობა, რომ მას ანდეს გაკვეთილის ჩატარება. ასევე მადლობას ვუხდი ყველა მის კლასელს გვერდში დგომისთვის. ამ პროექტმა ბავშვებს მისცა საშუალება, საკუთარი თვალით დაენახათ მასწავლებლის როლი გაკვეთილის მსვლელობისას და გაეანალიზებინათ მსოფლიოში არსებული სირთულე, რომელმაც გავლენა მოახდინა სკოლის ცხოვრებაზე. ამის მიუხედავად სოფიკო მასწავლებლის და სკოლის დირექციის დახმარებით, გვერდში დგომით მე მიმაჩნია, რომ სასწავლო წელი შედგა და ამისთვის ყველას ვუხდი დიდ მადლობას“,-წერს ქეთი გოგიაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203