გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებს სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა
30-06-2020

გორის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა ელბაქიძე დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდობა. პედაგოგმა პატარებს სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა.

„უჩვეულოდ დამთავრდა ეს სასწავლო წელი. ჩვენ კი სულ რაღაც 6 თვეც არ ვიყავით ერთად, მაგრამ სიყვარულით გავავსეთ ერთმანეთის გულები. ეს თქვენს ვიდეორგოლშიც ჩანს. თუმცა, ჩემიც მზად იყო, მაგრამ ამ დღეს ელოდა. დღეს, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის! ჩვენთვის, თქვენთვის და მთლიანად სამყაროსთვის! თქვენ ხომ დედამიწის მთავარი მარგალიტები ხართ, რომელიც ყველგანაა მიმოფანტული და გვაბედნიერებს!

ბავშვებო, გილოცავთ თქვენს დღეს! ბედნიერ და ფერად დღეებს გისურვებთ! მინდოდა ვიდეორგოლიც ფერადი გამოსულიყო, რისთვისაც ჩემს მეგობარს ვუხდი დიდ მადლობას! ასევე მინდა მადლობა გითხრათ გაწეული შრომისთვის და მონდომებისთვის! მიყვარხართ და მეამაყებით!“-წერს პედაგოგი ლელა ელბაქიძე.

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203