„გვჯერა, თითოეული თქვენგანი ეცდებით ასახელოთ სკოლა“- ჭოპორტის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები სამახსოვრო ვიდეორგოლით გააცილა
29-06-2020

კორონავირუსის პანდემიის და დისტანციურად დასრულებული სასწავლო წლის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. 

თუმცა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელებს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი და სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა.

„ბავშვობა არის ყველაზე მშვენიერი, ყველაზე მხიარული და საინტერესო ეტაპი ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი, დამაინტრიგებელი, ამაღელვებელი, მაგრამ ბავშვობა ყოველთვის სავსეა ბედნიერებითა და სიხარულით

ახლა თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, „ბოლო ზარი“, რომელსაც მთელი 12 წელი ელოდით და მთელი ცხოვრების მოგონებებში განსაკუთრებული ადგილი უნდა ჰქონოდა, თქვენს გარეშე დაირეკა, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ... გვჯერა, თითოეული თქვენგანი ეცდებით ასახელოთ სკოლა, ოჯახი და ქვეყანა. გისურვებთ წარმატებებს, სწორი არჩევანის გაკეთებას და დასახული მიზნების ასრულებას“, -აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში, რომელსაც თან ვიდეოც ახლავს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203