„გილოცავთ ბავშვობის ზღაპრული სამყაროდან ცხოვრების ფართო ასპარეზზე გადასვლას!“-ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის მილოცვა კურსდამთავრებულებს
29-06-2020

ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგმა მე-12 კლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და სკოლაში გატარებული წლები, მოგონებები ვიდეოკადრებით გაახსენა.

„ჩემო ძვირფასებო გილოცავთ ბავშვობის ზღაპრული სამყაროდან ცხოვრების ფართო ასპარეზზე გადასვლას! ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ბავშვები ხართ, რადგან ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის კედლებიდან დაიწყო. იქ ჩემი პირველი გამოშვება იყავით, მე გაგაცილეთ სკოლისაკენ! მახსოვს თქვენი სიყვარულითა და სითბოთი სავსე თვალები! თქვენი ჭიკჭიკი და წარმატებები რაიონში, ბავშვებს შორის გამართულ „ეტალონში“ წარმატებული გამოსვლები. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა სკოლის კედლებშიც ამ კუთხით წარიმართა. ერთად არაერთი წარმატება მოვიპოვეთ...დიდი მოლოდინი გვქონდა გაზაფხულის „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატისა, მაგრამ...მახსოვს საბავშვო ბაღში გამოთქმული თქვენი სურვილები მომავალი პროფესიის შესახებ, ყველას დაგიწერეთ და გთხოვეთ დღევანდელ დღემდე შეგენახათ. ძალიან გთხოვთ ის ჩანაწერები აქ კომენტარებში ატვირთეთ რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თქვენი სურვილები და ახლანდელი მიზნები...ბედნიერი გზით გევლოთ! ჯერჯერობით ბოლო ზარი არ დაგვირეკავს, მაგრამ სკოლაში შესვლის პირველი ზარი 12 წლის წინ...

შორენა მასწავლებელი“,-წერს პედაგოგი და დამამთავრებელ კლასს ბავშვობის ვიდეოებით ულოცავს სკოლის დასრულებას.

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203