ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთწლიანი სტიპენდია მოიპოვეს
29-06-2020

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების მიუხედავად კვლავ აგრძელებდნენ აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.

ამჯერად გაგაცნობთ სკოლის IX კლასის მოსწავლეებს: ელენე კუდუხოვას, ბეჟან ბონდარენკოს და მელანო ივანეიშვილს (დამრიგებელი ციცინო ჭეიშვილი). ეს მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, მონაწილეობას ღებულობდნენ, როგორც სასკოლო აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, აქტიურობას იჩენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რომელიც ემსახურებოდა არაფორმალურ განათლებას.  მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად ისინი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებიც არიან, რომლის ეგიდითაც არაერთ პროექტში იღებდნენ მონაწილეობას და ბევრჯერ გამოიჩინეს თავი განსაკუთრებულობით და არაორდინალური აზროვნებით.

„IX კლასის მოსწავლეები ელენე კუდუხოვა, ბეჟან ბონდარენკო და მელანო ივანეიშვილი თიბის ბანკის სტიპენდიანტები გახდნენ. ისინი კუთვნილ სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ. ვულოცავთ მათ ასეთ გამარჯვებას, დაე, ეს ყოფილიყოს დასაწყისი იმ დიდი კარიერისა, რომელსაც ცხოვრება შესთავაზებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203