„სახლის სარკმლიდან დანახული ჩემი ქალაქი“ - ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსი გაიმართა
29-06-2020

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის VI; VII; VIII და IX კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი: „სახლის სარკმლიდან დანახული ჩემი ქალაქი“.

კონკურსს ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ნინო ჟვანია.

ფოტოკონკურსმა შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს, გაეაზრებინათ მსოფლიო საზოგადოების რეალობაში მიმდინარე პროცესები და გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ.

კონკურსის ამოცანა იყო: კომენდანტის საათის დროს მოსწავლეები დაკვირვებოდნენ თავიანთ ირგვლივ არსებულ მდგომარეობას და ფოტოებში გადმოეცათ საინტერესო მოვლენები.

კონკურსი ჩატარდა სამ ტურად:
პირველი ტური - მოსწავლეებმა კონკურსში მონაწილეობისათვის გაიარეს რეგისტრაცია;
მეორე ტური - ჟიურის წევრების მიერ მოხდა 40 „საუკეთესო ნამუშევრის“ გამოვლენა. (ჟიურის წევრებისათვის ფოტოების ავტორთა სახელი და გვარი უცნობი იყო)
მესამე ტური - ხმის მიცემის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებულები:
პირველი ადგილი- VII კლასი-თეკლა გიგატაძე;
მეორე ადგილი - VI კლასი-ანდრია გონგაძე;
მესამე ადგილი - VIII კლასი-ნინო ჭელიძე;
ნომინაცია „ყველაზე მხიარული ფოტო“- VI კლასი-ლიზი კალმახელიძე;
ნომინაცია „მე მიყვარს კითხვა“- VI კლასი-ელენე იაშვილი;
ნომინაცია „პრობლემის ამსახველი ფოტო“- VII კლასი-თეკლა ბილისეიშვილი, VIII კლასი - ნათია ნემსაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203