ბაზალეთის საჯარო სკოლამ დისტანციურ სწავლებას წარმატებით გაართვა თავი
29-06-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლამ წარმატებით გაართვა თავი დისტანციურ სწავლებას. სასწავლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.

სასწავლო წლის დასასრულს საგნის მასწავლებლებმა წარმატებული მოსწავლეები სიგელებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ასევე სერტიფიკატები გადაეცათ აქტიურ მშობლებს.

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ფიქრია ტალახაძე მოსწავლეეებს თავად ესტუმრა, მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, სექტემბრამდე დაემშვიდობა და ბედნიერი და ხალისიანი ზაფხულის გატარება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203