გიორგი გახარიას კომენტარი ეროვნულ გამოცდებზე პირბადეების მოხსნაზე - „ეს უადგილო თხოვნაა“
26-06-2020
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კომენტარი ეროვნულ გამოცდებზე დაწესებულ შეზღუდვებზეც გააკეთა.
პრემიერს ეროვნულ გამოცდებზე პირბადის შეზღუდვის მოხსნაზე შეკითხვა პარლამენტარმა ნინო წილოსანმა დაუსვა და განაცხადა, რომ იქნებ მოხერხდეს, აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესი პირბადის გარეშე გაიარონ. დეტუპატს მთავრობის მეთაურმა შემდეგნაირად უპასუხა:
„ეს უადგილო თხოვნაა. ამას გადაწყვეტენ ეპიდემიოლოგები. ეს თუ არ შეუქმნის აბიტურიენტების ჯანმრთელობას არანაირ რისკს, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს თხოვნები ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან“, - თქვა გახარიამ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს