ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია დოლიძე ეკოკონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
26-06-2020

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე მე-5 კლასის მოსწავლე ანასტასია დოლიძე ეკოკონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ორგანიზაციამ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისათვის და მათი ოჯახების ჩართულობით, ეკოკონკურსი ჩაატარა. კონკურსის სლოგანი იყო - „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“. ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე 160-ნა მონაწილემ წარადგინა გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი საკომუნიკაციო მასალა და პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალური ხედვა.

პროექტი განხორციელდა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და თანადგომით. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანასტასია დოლიძე, რომლის ნამუშევარმა, პრობლემიდან გამომდინარე, ჟიურის მხრიდან რეზონანსი გამოიწვია.

ორგანიზაცია - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კოორდინატორმა გურიის მხარეში, ნინო ცეცხლაძემ ანასტასიას სერტიფიკატი და საჩუქრები პირადად გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203