Etaloni.ge - ს შემოქმედებითი ჯგუფი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
15-09-2017
Etaloni.ge - ს შემოქმედებითი ჯგუფი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ 2017-2018 სასწავლო წელს.  

საგანმანათლებლო სექტორის პოპულარიზაციისა და გააქტიურების საიტი - Etaloni.ge უკვე ერთი წელია, რაც აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით არსებულ დიდ თუ მცირეკონტინგენტიან, საჯარო თუ კერძო სკოლებთან.   
    
ერთი წლის განმავლობაში ჩვენი პროექტით არაერთი სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლისა თუ მშობლის შესახებ 100 ათასობით ადამიანმა შეიტყო, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.        
 
დიდი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის.   

2017-2018 სასწავლო წელს Etaloni.ge ისევ თქვენ გვერდით იქნება. მოგაწვდით ინფორმაციას ყველაზე აქტუალურ თემებზე ოპერატიულად და რაც მთავარია, ობიექტურად.   

ახალი სასწავლო წლიდან ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი კვლავაც იზრუნებს შემოგთავაზოთ საინტერესო აქტივობები და კონკურსები.   

მუდამ თქვენ გვერდით Etaloni.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203