წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია IV კლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
26-06-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის დირექციამ მე-4 კლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მოსწავლეებს ბედნიერი წლები უსურვა. სკოლის ადმინისტრაციამ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვიდეო მიუძღვნა.

„ბედნიერებით აღსავსე ოთხი წელი გავიდა თქვენთვის იმ კედლებში, რომლებშიც  თქვენი თვალსაწიერის გაფართოება დაიწყო. ეს არის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია, სკოლა ცოდნის პატარა ტაძარი. აქედან დაიწყეთ ახლის შეცნობა, ეზიარეთ კულტურას, ზნეობას. ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც თქვენსავით ბევრი ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.

უფლისკენ მოქცევისა და ჭეშმარიტების ცოდნის მიღწევით თქვენ  შეინარჩუნებთ სიმტკიცის ურყეობას და არასდროს არ ჩამოშორდებით სწორ გზას. „რაოდენ  ნათელიცაა თქვენი რწმენა, იმდენად ნათელი იქნება თქვენი მომავალი“. ადამიანისა და ღმერთის კავშირი რწმენით იწყება. რწმენა უფლის არსებობაში დარწმუნება და მისი მცნებების გათვალისწინებაა. ამ რწმენით გევლოთ მრავალი წელი ჩვენო აღსაზრდელებო. გილოცავთ, მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას. მრავალი წარმატებული და ბედნიერი  წელი გექნებათ ასევე გასატარებელი თქვენს გიმნაზიაში რწმენით და ცოდნით უფლისკენ!“-წერია გიმნაზიის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203