
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ელისო ღვიტიძემ დისტანციური სწავლების რეჟიმის პირობებში ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ლიკა ბიბიჩაძეს გაცილება მოუწყო და მას ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება დისტანციურად მოუხდათ.