„თქვენი გაკეთებული საქმით იამაყებს სკოლა“- ისრითის საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
26-06-2020

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„2019- 2020 სასწავლო წლის ყველა მე-12 კლასელს და მათ შორის ისრითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს: ადეიშვილი ხვიჩას, ბარაქაძე ლილის, ბელთაძე გელას, მაღლაკელიძე მარიამს, კაპატაძე მარიამს, მჟავანაძე ლევანს, მხეიძე გიორგის, ნარჩომაშვილი კონსტანტინეს, შენგელია ნინოს, ძაგნიძე ერეკლეს, ხელაძე მარის დიდი სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას...თქვენი ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დღეიდან გადიხართ ცხოვრების ფართო ასპარეზზე, იქნება წარმატების მომტანი. თქვენი გაკეთებული საქმით იამაყებს სკოლა, აღმზრდელ-მასწავლებლები, ოჯახი... გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, გამოცდების წარმატებით ჩაბარებას... ბედნიერ, წარმატებულ და ღირსეულ ადამიანებად მენახეთ!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203