ქუთაისის N24 სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
26-06-2020

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მარიკა კოჩაძის ხელმძღვანელობით სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

კლასის დამრიგებელი მარიკა კოჩაძე მოსწავლეებს და მათ მშობლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისთვის მადლობას უხდის. 

​„კიდევ ერთი სასწავლო წელიც დასრულდა. წელი, რომელმაც მეტად დაგვანახა, თუ რა მტკიცე რგოლია სკოლა, ოჯახი და საზოგადოება. მადლობა ჩემო პატარებო, გმირო დედიკოებო, რომ ჩვენ ეს შევძელით ერთობლივად მივაღწიეთ მიზანს და წარმატებით დავასრულეთ მეორე კლასი“,- აღნიშნავს მარიკა კოჩაძე.

იხილეთ ვიდეო





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203