
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ონლაინ ღონისძიება გამართეს.
სკოლა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს.
„პირველკლასელო მერცხლებო გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას! უფალმა ბედნიერი მომავალი მოგცეთ საყვარელ ლანა მასწავლებელთან ერთად! თქვენი ონლაინ ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო თუმცა გული გწყდებოდათ და გენატრებოდათ თქვენი სკოლა. იმედია მე-2 კლასში სკოლის კედლებში შევხვდებით!“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო