ბოლნისის N3 სკოლის მოსწავლე მარიამ ადამაშვილი მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ ვიქტორინაში მეორე ადგილზე გავიდა
26-06-2020

ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ადამაშვილი მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ ვიქტორინაში მეორე ადგილზე გავიდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს უკვე მეორედ უერთდება და მდგრადი ენერგეტიკის დღეს ონლაინ ვიქტორინით აღნიშნავს.

ვიქტორინის მიზანი, სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ბოლნისის N3 საჯარო სკოლიდან ვიქტორინაში მონაწილეობდა და მეორე ადგილზე გავიდა სკოლის წარმატებული მოსწავლე მარიამ ადამაშვილი, რის გამოც სკოლაც და მოსწავლეც დაჯილდოვდება საპატიო სიგელებითა და მადლობით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203