ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა კუხალეიშვილი მასწავლებლის გამოწვევას შეუერთდა
26-06-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლების გამოწვევებს აქტიურად პასუხობენ.

მოსწავლეები დიდი მონდომებით გამოეხმაურნენ ცეკვის მასწავლებლის, ნონა ბაღიშვილის გამოწვევას. მე-5 კლასის მოსწალე ლიკა კუხალეიშვილმა სხვადასხვა ცეკვა შეასრულა, ვიდეოები მასწავლებელს გაუგზავნა და გამოწვევაში ჩაერთო.

გარდა ცეკვისა, მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს სპექტაკლები, წაიკითხეს ლექსები, საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები, იგავ-არაკები და ზღაპრები.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203