„გემშვიდობებით სექტემბრამდე უკეთესი მომავლის იმედით“-ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს და პედაგოგებს მშვიდი არდადეგები უსურვა
26-06-2020

გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ნასყიდაშვილმა მოსწავლეებს მოულოდნელობებით სავსე სასწავლო წლის დასრულება მიულოცა. დირექტორმა გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყველა თანამშრომელს.

„უჩვეულო ვითარებაში დამთავრდა სასწავლო წელი ძვირფასო მეგობრებო. გილოცავთ ყველას, ყველას!!!
ყველა ბავშვს, მასწავლებელს, მშობელს, ადმინისტრაციას, ვინც ალღო აუღო სამყაროს ამ გამოწვევას და შეუპოვრად დადგა იქ, სადაც ვითარებამ მოითხოვა.

დიდი ძალისხმევითა და ერთმანეთს მხარში დგომით ყველაფერი გამოვიდა.

მადლობა ჩვენი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყველა თანამშრომელს, რომლის თანადგომასა და დახმარებას სკოლა ყოველ წუთში გრძნობდა...

გისურვებთ ახალი სასწავლო წლის ჩვეულ რეჟიმში დაწყებას, მშვიდ და ხალისიან არდადეგებს გისურვებთ ჩემო ძვირფასო ბავშვებო!!!

გემშვიდობებით სექტემბრამდე უკეთესი მომავლის იმედით. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ძალიან!“-წერს დირექტორი დალი ნასყიდაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203