„გილოცავთ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას“-გორის N3 სკოლის მასწავლებლები XII კლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ
26-06-2020

გორის N3 საჯარო სკოლის XII კლასელებს მასწავლებლები დისტანციურად გამოემშვიდობნენ. წელს, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო მე-12 კლასელების გაცილება ტრადიციულად, ხალხმრავლობით არ აღნიშნულა.

„მომენტი, როცა ემშვიდობები, მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს და გული გწყდება. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ წელს პანდემიის გამო არ იქნება ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები. მიუხედავად ამისა, გილოცავთ ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას. წარმატება დაგყვებოდეთ მეგზურად ყველგან!“-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203