
„ოთხი წელი, რომელსაც ოთხ საუკუნეზე მეტი ღირებულება შეუძენია შენთვის...“- ამ ლოზუნგით ბათუმის N18 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ნაზი ბეჟანიძე მოსწავლეებს დისტანციურად გამოემშვიდობა. მასწავლებელმა ფოტოებზე აღბეჭდილი მნიშვნელოვანი მოვლენები მოკრიბა, ლამაზი ვიდეორგოლი მოამზადა და მე-4 კლასის მოსწავლეებს მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დამთავრება დისტანციურად მოუხდათ.
იხილეთ ვიდეო