
თბილისის N89 საჯარო სკოლის IVდ კლასის მოსწავლეებმა, დისტანციურ რეჟიმში, საზეიმოდ აღნიშნეს სასწავლო წლის დამთავრება.
მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებით, თბილი სიტყვებით, მასწავლებლისადმი მიძღვნილი ლექსებით და ვიდეო ჩანაწერებით მადლიერება გამოხატეს პედაგოგების მიმართ.
სკოლის დირექტორმა მიმოზა ტყებუჩავამ, პედაგოგებმა: ქეთევან ცენტერაძემ, რუსუდან გოგიამ და ქეთევან მარხვაშვილმა წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს.
მშობლებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს და სკოლის დირექციას გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ვიდეო