
გორის მუნიციპალიტეტის ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ისინი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, მართავდნენ ღონისძიებებს, აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებს, მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში, ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო სკოლებში სწავლა შეწყდებოდა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დისტანციურ სასწავლო პროცესსაც მშვენივრად გაართვეს თავი, ისინი ხალისით ერთვებოდნენ ონლაინ გაკვეთილებში და დისტანციურად აღნიშნავდნენ დღესასწაულებს.
იხილეთ ფოტოები