„დეტალურ განმარტებებს გავაკეთებთ აბიტურიენტებისთვის“  - მინისტრის მოადგილე პირბადეებთან დაკავშირებით
26-06-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ აბიტურიენტებისთვის გამოცდის პერიოდში პირბადის გაკეთებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, უწყება კიდევ ერთხელ ჩაატარებს ბრიფინგს, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული გამოცდაზე დასაცავი რეკომენდაციები.

„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი - ეროვნული გამოცდები. ყველა აბიტურიენტი ეგუება იმ რეგულაციას, რომელიც არის განსაზღვრული. ეს არ არის მხოლოდ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რომელიც გამოცდები პროცესში ორგანიზებულ საკითხებს ეხება უახლოეს დღეებში ისევ გვექნება ბრიფინგი, სადაც ჩვენ დეტალურ განმარტებებს გავაკეთებთ აბიტურიენტებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203