კომპიუტერი, რომელიც პირველი კლასის მასწავლებელს გადაეცემა საჩუქარია, თუ სკოლის საკუთრება?
სასწავლო წლის დასაწყისში ყველა პირველკლასელის დამრიგებელმა პორტაბელური კომპიუტერი მიიღო.
კომპიუტერი, რომელიც პირველი კლასის მასწავლებელს გადაეცემა საჩუქარია, თუ სკოლის საკუთრება? - ამ კითხვით Etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ ყველა დამრიგებელი 4 წლის მანძილზე ისარგებლებს ახალი პორტაბელური კომპიუტერით:„კომპიუტერი სკოლის საკუთრებაა. დამრიგებელი აღნიშნული კომპიუტერით 4 წლის განმავლობაში ისარგებლებს და შემდეგ კი სკოლას უბრუნებს. ახალ კომპიუტერს მასწავლებელი ახალი კლასის აყვანის შემთხვევაში მიიღებს.''
შეგახსენებთ, რომ ახალ სასწავლო წელს პორტაბელური კომპიუტერები საჩუქრად პირველკლასელებმაც მიიღეს.
2017-2018 სასწავლო წლისთვის სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.