ქუთაისის N35 საჯარო სკოლის XII კლასელებს მასწავლებლები დისტანციურად გამოემშვიდობნენ
25-06-2020

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს მასწავლებლები დისტანციურად დაემშვიდობნენ და კეთილი სურვილებით მომავლის გზა დაულოცეს. წელს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი უჩვეულოდ დაირეკა.

„ეს იქნება მსოფლიო ისტორიაში პირველი ბოლო ზარი, რომელსაც დისტანციურად მოისმენენ ადრესატები. ამ უჩვეულო გარემში გილოცავთ სკოლის დამთავრებას ჩემო ძვირფასო მე-12 კლასელებო. მინდა გისურვოთ ბევრი წარმატება ცხოვრების გასავლელ გზაზე. მსურს, რომ ეს გზა იყოს ძალიან ფერადი, საინტერესო, სიკეთითა და სიყვარულით სავსე",-მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203